1-ლი ნოემბრიდან ეგვიპტე ტურისტული ვიზების მოსაკრებელს 10 დოლარით აძვირებს და შესაბამისად ვიზა ყველაზე იაფი 15 დოლარის ნაცვლად 25 დოლარი ეღირება. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოსაკრებლის გაძვირებით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არ შემცირდება.
2011 წლის მოვლენების შემდგომ ქვეყანში უცხოელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, თუმც ბოლო პერიოდში ტურისტების ზრდა შეინიშნება. 2012 წელს ქვეყანას 11,5 მლნ ტურისტი სტუმრობდა, რაც 17 %-ით მეტია 2011 წლის მონაცემებზე.
მასალის გამოყენების პირობები