Microsoft-ის დაფუძნებელი და ხელმძღვანელი ბილ გეითსი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა. მან საკუთარი ქონებით უკვე გადაუსწო ამ რეიტინგის წინა წლის ლიდერს, მექსიკელ მაგნატს კარლოს სლიმს. ბილ გეითსი ამ რეიტინგის სათავეში ბოლოს 2007 წელს იყო.
57 წლის ბილ გეითსის ქონებამ 72,7 მლრდ დოლარს მიაღწია, შესაბამისდ,ა მას 550 მლნ დოლარით მეტი ქონების მფლობელია, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტი კარლოს სლიმი.
Bloomberg-ის მიერ შედგენილ რეიტინგში მესამე ადგილზე ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტია, რომლის ქონებაც 59,6 მლრდ დოლარადაა შეფასებული.