ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროებთან მცირე რადიუსის სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია ბალისტიკური რაკეტების გაშვება ცალკეულ მოქმედებას წარმოადგენდა, თუ ის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო წვრთნების ფარგლებში განხორციელდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროებთან სამი ბალისტიკური რაკეტის გაშვება იაპონიის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეა ოპონენტებს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.