პაკისტანში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის „პაკისტანის მოძრაობა სამართლიანობისთვის" ვიცე-პრეზიდენტი მოკლეს. ზაჰრა ჰუსეინს საკუთარ სახლთან სამი მამაკაცი დაესხა თავს და ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მკვლელობის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. პოლიციის ვარაუდით ეს ძარცვის შედეგი იყო, თუმცა „პაკისტანის მოძრაობა სამართლიანობისთვის" ლიდერები აცხადებენ, რომ მკვლელობაში დამნაშავე პრემიერ-მინისტრის პარტია „პაკისტანის მუსულუმანური ლიგის" ხელმძღვანელები არიან.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანში არჩევნები 11 მაისს ჩატარდა და მასში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ „პაკისტანის მუსულმანური ლიგამ" გაიმარჯვა. აღნიშნულ არჩევნებზე დარღვევებზე საუბრობდა „პაკისტანის მოძრაობა სამართლიანობისთვის" ვიცე პრეზიდენტი და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.
არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები გარკვეულ უბნებზე 100% გაყალბების ფაქტზე საუბრობენ.