იტალიის პროფკავშირების ორგანიზებით ქვეყანაში 100 ათასმა ადამიანმა წითელი დროშებითა და პლაკატებით დემონსტრაცია მოაწყო. აქციის მონაწილეები იტალიის დედაქალაქ რომში ახალი კოალიციური მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ენრიკო ლეტას ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მკაცრი ეკონომიკური ზომების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.
ცნობისათვის, ქვეყანაში სახელმწიფო ვალის ზრდასთან ერთად, უმუშევართა რაოდენობამ რეკოერუდ ზღვარს მიაღწია. იტალია ბოლოს 40 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას განიცდის.