თეირანში უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. მოჰამედ ჰეიდარი და კორუშ აჰმადი ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ჩამოახრჩვეს.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მოჰამედ ჰეიდარი „მოსადს" გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხევთან დაკავშირებით, ხოლო კორუშ აჰმადი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ამარაგებდა საიდუმლო ცნობებით სხვადასხვა თემის შეახებ. ჯაშუშები ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას იღებდნენ.
ოფიციალური თეირანი ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს ირანში ჯაშუშური კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ირანის ხელისუფლების განცხადებით, აგენტების ქსელის საქმიანობის მიზანს ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლა წარმოადგენს.