ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზის" კუთვნილი გიტარა 400 ათას დოლარად გაიყიდა. აღნიშნულ გიტარაზე ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი უკრავდნენ.
როგორც ცნობილია, „ბითლზის" ამ გიტარაზე ჯონ ლენონმა სიმღერა Hello, Goodbye-ს ვიდეოების ჩაწერისას დაუკრა, ხოლო ჯორჯ ჰარისონმა ჯადოსნური მოგზაურობის დროს სხვადასხვა კონცერტებზე გამოიყენა.
აუქციონის სახლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გიტარა მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ კომპანია „ვოქსს" ეკუთვნის. ამ დრომდე „ბითლზის" გიტარის ახალი მფლობელის ვინაობა არ გახმაურებულა.