აშშ-ში ვირჯინიის შტატში საერთაშორისო საფეხმავლო მარათონის აღსანიშნავ აღულმზე, მაქნანა ხალხს დაეჯახა. მარათონში მონაწილე 60 ადამიანი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა 10 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანქანა მოულოდნელად შეერია ხალხის მასას და ძირს მოიყოლა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ავტომობის მძღოლი სავარაუდოდ ინვალიდი იყო, რადგან მანქანას სპეციალური სტიკერი ჰქონდა მიკრული. მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
საერთაშორისო საფეხმავლო მარათონზე აღლუმი ყოველწლიურად ტარდება და მასში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.