აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. შერიფის განცხადებით, მაშველთა ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაკარგული ადამიანები იპოვონ და აქტიურად მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ გრენბერს მიაყენა, სადაც ტორნადომ საცხოვრებელი სახლების უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა.
ტორნადოს შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაზარალებულები სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ტორნადომ ასევე დალასისა და პარკერის რაიონებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.