გაეროს შეფასებებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, ქვეყანა დაახლოებით მილიონნახევარმა ლტოლვილმა დატოვა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ლტოლვილთა უმრავლესობამ თავი იორდანიასა და ლიბანს შეაფარა.
გაეროს შეფასებით, დაპირისპირებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია, ხოლო ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ, გაეროს ლტოლვილთა სამმართველოს მონაცემებით, 4 მილინს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის უკვე თითმის ორი წელია მიმდინარეობს.