17 მაისის აქციაზე  მინისტრმა ღირსეულად იმოქმედა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა  პოლიცელებისადმი მიმართვისას.   
,,კარგად კოორდინირებული იყო ეს აქცია თქვენი ხელმძღვანელობის მიერ. კოორდინაციას ღირსეულად უწევდა და სწორად ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს თქვენი მინისტრი", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიცელებისადმი მიმართვისას და აღნიშნა, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული პიროვნებაა. 
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს პარლამენტის  ყოფილ შენობასთან გამართული აქციის დროს  20-მდე პოლიციელი,  ერთი ჟურნალისტი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა.