პოლიციის შესახებ ახალი კანონპროექტი შემუშავდა. სიახლე დღეს მედიის წარმოადგენლებს ძალოვან უწყებაში გააცნეს. შსს ინფორმაციით, კანონპროექტი პოლიციის საქმიანობის სრულიად ახალ კონცეფციას აყალიბებს. მოხდება გამიჯვნა პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციების.
ახალი კანონპროექტი ასევე დეტალურად განსაზღვრავს პოლიციის ყველა პრევენციულ ღონისძიებას და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც პოლიციის პრევენციულ საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. შემუშავდა პოლიციის ეთიკის კოდექსიც, რომელიც ადგენს პოლიციის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს.