დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. მობილური აპლიკაციის საშუალებით, მოქალაქეს შეუძლია ადმინისტრაციული ჯარიმების ოპერატიულად გადახდა, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ანკეტის შევსება, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ვირტუალური ჩაბარება და სხვა.
სამინისტროს ინფორმაციით, მობილური აპლიკაცია შექმნილია ი-ოს და ანდროიდის სისტემებზე მომუშავე პლატფორმებისთვის.