შსს-ში პოლიციის სამხრე ვიდეოკამერების პრეზენტაცია გაიმართა. მთელი საქართველოს მასშტაბით საპატრულო ეპიკაჟები და ინსპექტორები სამხრე ვიდეოკამერით აღიჭურვებიან. საპატრულო ავტომობილებზე კი ვიდეორეგისტრატორები დამაგრდება.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენების შესახებ მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული პატრულ-ინსპექტორის მიერ.
კამერების მთავარი დანიშნულებაა მოხდეს მონიტორინგი პატრულის თანამშრომლის და მოხდეს მისი მტკიცებულებად გამოყენება.
„ეს არის უნიკალური იმიტომ, რომ ჯერ ერთი მოქალაქეს დავიცავთ, ამავდროულად დავიცავთ პოლიციასაც. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მტკიცებულებად სასამართლოში", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა.
ვიდეოკამერები და ვიდეორეგისტრატორები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისთვის, ადამიანთა უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისთვის, ასევე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის კონკრეტულ შემთხვევაში, პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისას.