საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხა დაამტკიცა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა .
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხაში შედიან:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები; საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი; საქართველოს მთავრობის სხვა წევრები-საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ქ.თბილისის მერი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები; უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით; საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე. ამ განკარგულების მიხედვით, ოჯახის წევრების წრე განისაზღვრა შემდეგი კატეგორიის ახლო ნათესავებით: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, დასაცავ პირთან მუდმივად მცხოვრები პირები.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში; საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ. ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა; საქართველოს საპატრიარქო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა; ზუგდიდისა და ბობოყვათის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები; ქ.თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები; საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა მისი სიცოცხლის ბოლომდე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს მთავრობის წევრის საცხოვრებელი ბინა - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.