დღეს, 19 მაისს, პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს გეგმავს.
პოლიციის დღის ფარგლებში გაიმართება სიახლეების პრეზენტაცია, და პოლიციელების დაჯილდოება.
მოხდება პოლიციელის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.
იგეგმება ინოვაციურ სიახლეების - მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. სიახლეების პრეზენტაცია კახეთის გზატკეტილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მიმდებარედ მოხდება.
რაც შეხება პოლიციელების დაჯილდოებას, მხოლოდ თბილისში დაჯილდოვდება 50 პოლიციელი.
ხვალვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორის რაიონის სოფელ კარალეთში პოლიციელებს დააჯილდოვებს.
მინისტრი სოფელ კარალეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვევა და ბაზის 11 თანამშრომელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვებს.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება. წელს ღონისძიება აღდგომის დღესასწაულის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო.