Facebook-ის აქციები 1,8%-ით, 26,1 დოლარით გაიაფდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, Nasdaq-ის ბირჟაზე სოციალური ქსელის აქციები ერთი წლის განვალობაში უკვე 33,3%-ით გაიაფდა. უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ს აქციები Nasdaq-ის ბირჟაზე 2012 წლის 18ნ მაისიდან იყიდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 23 მაისს ინვესტორების ჯგუფმა Facebook-ის წინააღმდეგ ცუდი IPO-თვის სარჩელი შეიტანეს,გაირკვა, რომ Morgan Stanley და Goldman Sachs-მა თავიანითი პროგნოზები დასწიეს, ვიდრე აქიები ბირჟაზე გავიდოდა. ხოლო ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ უმსხვილეს ინვესტორებს ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები