აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეულ სააკაშვილი, დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
”უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის აქტით. რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული ძალადობა, არ შეიძლება ის იყოს ქართული საზოგადოების სახე! არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდეთ. ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა არ უნდა ემიჯნებოდეს იმას, რაც ხდება, მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში.”, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.