ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცის ტერაქტის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს.
მსხვერპლთა შორისაა ნატოს შეიარაღებული ძალების ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და კოალიციის მიერ დაქირავებული ოთხი სამოქალაქო პირი. დანარჩენი მსხვერპლი ავღანეთის მშვიდობიანი მოქალქეები არიან, რომლებიც აფეთქების დროს შემთხვევის ადგილიდან შორი-ახლოს იმყოფებოდნენ.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ჰეზბ-ე-ისლამმა", რომელიც ტერორისტული საქმიანობით მჭიდროდაა დაკავშირებული თალიბანთან. დაჯგუფების წევრის განცხადებით, ტერორისტების მიზანს ნატოს სამხედრო კონსულტანტების ლიკვიდაცია წარმოადგენდა.