ნიო ორლეანის პოლიციამ 19 წლის აკეინ სკოტი დააკავა, რომელმაც 12 მაისს დედის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოსახლეობის მიმართულებით გაისროლა.
პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორი დღით ადრე კი სამართალდამცავებმა აკეინ სკოტის ვინაობა სათვალთვალო კამერების მეშვეობით დაადგინეს და გაავრცელეს. ასევე 10 ათასი დოლარის ჯილდო დაწესდა, ვინც ბოროტმოქმედის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა.
როგორც გაირკვა მარტში სკოტი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაპატიმრებული იყო, თუმცა გირაოთი მალევე გაათავისუფლეს. 12 მაისის საქმეზე პოლიცია კიდევ ორ ბოროტმოქმედს ეძებს, რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ნიო ორლეანში დედის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სამმა ბოროტმოქმედა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და 19 მათგანი მძიმედ დაჭრა. სამივე ადგილიდან მიიმალა, თუმცა სათვალთვალო კამერებით მათი იდენტიფიცირება მოხერხდა.