თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი მზადაა, ჩაერთოს ერთიანი კანდიდატის შერჩევის მიზნით ოპოზიციის კონსულტაციებში, თუმცა ამ პროცესში მისი მხრიდან ზედმეტ აქტიურობას გამორიცხავს.
ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდი ჯერ პოლიტიკურ სივრცეში ახალია, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ძირითად პოლიტიკურ კონსულტაციებში ივანიშვილს არ იწვევენ.
მერობის კანდიდატი ოპოზიციურ ერთობას სკეპტიკურად უყურებს.
ირაკლი ალსანიას გადაწყვეტილებას ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კონსულტაციებში თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით მონაწილეობის შესახებ ივანიშვილი "ნაჩქარევ ნაბიჯად" აფასებს, თუმცა ალასანიას განცხადებას დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთების თაობაზე მიესალმება.