მექსიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბანდიტურ გარჩევებში მოკლულია 1200 სახელმწიფო მოხელე, მათ შორის 34 მერი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მექსიკის მუნიციპალიტეტების ფედერაციის პრეზიდენტი სერგიო არრედონო ოლვერა ამას წინა პრეზიდენტის მიერ ქვეყნაში ნარკომაფიასთან დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს.
სავარაუდო მონაცემებით, ამ პერიოდში - 2007 წლიდან ქვეყანაში დაღუპულია 70 ათას ადამიანზე მეტი.
მასალის გამოყენების პირობები