მოსკოვის დასავლეთ ნაწილში საგზაო პოლიციამ 35 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომლის ავტომობილის საბარგულში პორნოგრაფიული (მათ შორის საბავშვო) დისკების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
თავდაპირველად, "Honda Accord"-ის ტიპის ავტომობილი იმისათვის გააჩერეს, რომ მძღოლის საბუთები შეემოწმებინათ, ამის შემდეგ გადაწყდა ავტომობილის საბარგულის შემოწმება, სადაც აღმოჩინეს კიდეც პაკეტები DVD-დისკებით. ამის შემდეგ მამაკაცმა პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მან ერთ პოლიციელს სახეში გაარტყა, მეორეს კი რამდენიმე დარტყმა ფეხით მიაყენა.
დაკავებული მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმის მასალებს უახლოეს მომავალში საგამოძიებო კომიტეტს გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები