მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერს, შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ბესელიას მიერ მისი პარტიის დატოვების ამბავი "არ აინტერესებს".
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას ოქრუაშვილმა კომენტარის გაკეთება არც თეო ტლაშაძესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისურვა.
"ამ თემებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ეს თემები არ მაინტერესებს საერთოდ. ნულია ჩემი ინტერესი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
რაც შეეხება გაერთიანების თაობაზე ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კონსულტაციების წარმოებას, ოქრუაშვილის განმარტებით, "ამ თემაზე კომენტარს გარკვეული დროის შემდეგ გააკეთებს".