სირიის მონახულებისას "ბი-ბი-სის" კორესპოდენტს ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები აჩვენეს. ინფორმაციას ამის შეასახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გავრცელებეული ინფორმაციით, დამადასტურებელი მასალა თითქოს მოწმობს, რომ ქიმიური იარაღი ქალაქ სარაკებშია გამოყენებული, რომელიც ქალაქ ალეპოს სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს.
ქიმიური იერიშის სავარაუდო მოწმეებმა "ბი-ბი-სის" კორესპოდენტს მოუთხრეს, რომ სამთავრობო ძალების მიერ ქალაქზე ჩამოგდებულ იქნა სულ მცირე ორი მოწყობილობა, რომლებიც მოწამლული გაზით იყო სავსე.
ექიმმა გააკეთა განცხადება გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, რომელსაც ფოსფორორგანული ნივთიერებით მოწამვლა აღენიშნებოდა.
კორესპოდერტს ასევე აჩვენეს ვიდეოფირი, რომელიც ქალაქზე თითქოს ქიმიურ იერიშს ასახავდა, თუმცა "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კორესპოდენტს არ ჰქონდა საშუალება მისი ნამდვილობა შეემოწმებინა.
აღსანიშნავია, რომ სირიელი აჯანყებულები და ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას ერთმანეთს აბრალებენ.
მასალის გამოყენების პირობები