ფრანგი მსახიობი და რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე, ფილმში „მამის გული" ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ყოფილი პრეზიდენტის აჰმად კადიროვის როლს შეასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით ფილმის გადაღება მარტის ბოლოს დაიწყო. ჩეჩნურ ფილმში „მამის გული" ჩეჩნეთის ომის შემდეგ განვითარებული მოვლენები იქნება ასახული.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ჟერარ დეპარდიეს განცხადებით, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ გროზნოში კარგი ფილმის შექმნა შესაძლებელია. მისივე თქმით ის აღნიშნულ როლს, რესპუბლიკის კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე დათანხმდა და იმედოვნებს რომ არაერთ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კანონპროექტებზე განაწყენებულმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთი დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენმა რამზან კადიროვმა მასხიობს გროზნოში ხუთოთახიანი საცხოვრებელი ბინა აჩუქა.