ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ გრენბერს მიაყენა, სადაც ტორნადომ საცხოვრებელი სახლების უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა.
ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით ტორნადოს შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაზარალებულები სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ტორნადომ ასევე დალასისა და პარკერის რაიონებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.