საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონის დღევანდელი განცხადებით კმაყოფილია. როგორც ვაშაძემ კლინტონის განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის კომენტარები რუსეთის მისამართითY"ძალიან საჭირო და სასარგებლოა".
"ესაა ძალიან საჭირო და სასარგებლო განცხადება და რუსეთი მუდმივად ღებულობს კიდეც შეერთებული შტატებისგან მკვეთრ და მკაფიო სიგნალებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და არჩევნის უფლება ხელშეუხებელია.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკამ რუსეთი უნდა აიძულოსYსაქართველოსთან მიმართებაში აღებული ვალდებულებები შეასრულოს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კლინტონმა ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას და ამა თუ იმ სახელმწიფოს ორგანიზაციაში გაწევრიანება აუკრძალოს, თუ ის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
"რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე მართლაც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ვაპირებთ გამოვიყენოთ ნატო-რუსეთის საბჭო ამ საკითხების ღია განხილვისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ მას რუსეთზე ზეწოლისთვისაც, რათა მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები. დავუპირისპიდებით იმ მტკიცებულებას, თითქოს ნატოს გაფართოება და მისი გლობალური ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს საშუალება ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებას, შეუერდეს ის რომელიმე ორგანიზაციას. ნატოს ჩამოყალიბებული აქვს მოთხოვნები, რომელთა შესრულება აუცილებელია. თუ რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, ეს პროცესი წარიმართება თავად კანდიდატ ქვეყანასა და ალიანსს შორის და მასზე არასასურველ გავლენას ვერავინ მოახდენს. ყველა ქვეყანამ, რომელსაც სურს ალიანსს შეუერთდეს, უნდა გააცნობიეროს ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა აუცილებელია ამისთვის. ვფიქრობ, ნატო წარმატებით თანამშრომლობს ასეთYსახელმწიფოებთან, რათა დაეხმაროს მათ ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. ასევე აღვნიშნავ, რომ ვიქნებით ერთგულები ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა კლინტონმა.