ერაყის დედაქალაქში რელიგიური ექსტრემისტების, ალკოჰოლურ მაღაზიაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. შეარაღებული თავდამსხმელები ალკოჰოლურ მაღაზიასთან ოთხი მანქანით მივიდნენ და ცეცხლი ავტომობილიდანვე გახსნეს.
შემთხვევა საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც ალკოჰოლურ მაღაზიაში მყიდველების დიდი რიგი იდგა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით ბოროტმოქმედებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით რადიკალური ისლამისტების მიერ თავდასხმები 2012 წელს გახშირდა. ექსტრემისტებმა გასულ წელს ერაყში ორთხი ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ააფეთქეს.
ცნობისათვის ერაყის თითქმის ყველა ქალაქში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა კანონით დაშვებულია, თუმცა ისლამის მიხედვით მისი გამოყენება დაუშვებელია, სწორედ აქედან გამომდინარე რელიგიური ექსტრემისტები ალკოჰოლის გაყიდვას ეწინააღმდეგებიან.