ოქსფორდის უნივერსიტეტში შემავალი სომერვილის კოლეჯმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის სახელობის სტიპენდია დააწესა.
მარგარეტ ტეტჩერის სახელობის ფონდს, რომელსაც „მომავალი ლიდერებისათვის" ეწოდება, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში(უმცროსი), დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ამერიკელი პოლიტიკოსები: კონდოლიზა რაისი, რობერტ გეითსი, ჰენრი კისინჯერი უხელმძღვანელებენ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი სომერვილის კოლეჯში, სკოლიდ დამთავრების შემდეგ სწავლობდა. აღნიშნული სტიპენდიით სარგებლობის უფლება კი ყოველწლიურად მსოფლიო მაშტაბით ათ სტუდენტს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ რკინის ლედი 88 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია წმიდა პავლეს ტაძარში 17 აპრილს გაიმართა. გამოსამშვიდობებელი ცერემონიალისთვის 6 მლნ ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა, რომელიც ტეტჩერის ოჯახთან ერთად, ბრიტანეთის სახელმწიფომ გადაიხადა.