რუსეთში ფონდ „საზოგადოებრივი აზრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას მომავალში პრეზიდენტად კვლავ ვლადიმერ პუტინის არჩევა სურს.
„საზოგადოებრივმა აზრმა" გამოკითხვა 3-22 აპრილს ჩაატარა და მასში დაახლოებით 4 ათასამდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 62% ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს.
გამოკითხვის მიხედვით, რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი პოპულარული პარტია „სამოქალაქო პლატფორის" ლიდერ მიხეილ პროხოროვს კი გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
„საზოგადოებრივი აზრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვაში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად 2015 წელს გასამართი მერის არჩევნების კანდიდატები იყვნენ დასახელებული. გამოკითხულთა 46%-მა მომავალ მერად, მოსკოვის მოქმედი მერი სერგეი სობინინი დაასახელა.