ჟენევაში გამართულ სოტბის აუქციონზე იტალიელი მსახიობის ჯინა ლოლობრიჯიდას სამკაულების კოლექციიდან ყვითელი ბრილიანტი რეკორდული მაჩვენებლით გაიყიდა.
სოტბის ორგანიზატორთა განცხადებით 75 კარატიანი ყვითელი ბრილიანტი დაახლოებით 3 მლნ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია რომ ყვითელი ბრილიანტი გარკვეული დროის განმავლობაში სპარსეთის შაჰ აჰმედ კაჯარსაც ეკუთვნოდა.
ჯინა ლოლობრიჯიდას სამკაულების კოლექციიდან სოტბის აუქციონზე ასევე მარგალიტის საყურე გაიყიდა, რომლის ღირებულებამ 2,3 მლნ დოლარი შეადგინა. იტალიელი მსახიობის განცხადებით, ორივე სამკაული სოტბის აუქციონს საქველმოქმედო მიზნით გადასცა. ორივე ლოტიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.