ნიგერიის არმიის ქვედანაყოფები გადაადგილდებიან ქვეყნის სამხრეთ შტატებში, რომლებსაც ისლამისტური ბოევიკური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" წევრები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. შეიარაღებული ძალები დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადებიან.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანი ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" ბოევიკების მოსალოდნელ იერიშებს უფრთხის.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" ქვეყნის ჩრდილოეთით მოქმედებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანები არიან. დაჯგუფება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შარიათის კანონების გავრცელებისკენ ისწრაფვის და სურს, ნიგერია დასავლური ცივილიზაციის ელემენტებისგან გაწმინდოს. „ბოკო ჰარამი" დგას თითქმის ყველა ტერორისტული აქტის უკან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ნიგერიაში განხორციელდა. გასულ კვირას ბოევიკების შეტევის შედეგად ქალაქ ბამაში 55 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები