რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა სოჭში პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სირიის კრიზის მოგვარების გზები იქნება. ისრეალის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიყიდვას გეგმავს. თუმცა რუსეთი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სირიისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემის მიყიდვას არ გეგმავს.
ამ შეხვედრის პარალელურად აშშ-ში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეხვედრა გამართეს, სადაც სირიის კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.