პრინცესა დიანასა და მისი ყოფილი მეუღლის პრინცი ჩარლზის კუთვნილი ძვირადღირებული ავტომანქანები აუქცონზე გაიყიდება. ლოტების თავდაპირველი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა თუმცა ექსპერტების განცხადებით მათი ფასი ძალიან მაღალი იქნება.
პირველი ლოტი 1991 წლის Bentley Turbo RL იქნება. ამ მანქანით ულესის პრინცი და მისი მეუღლე გადაადგილდებოდნენ. ავტომანქანის ეს მოდიელი კოლექცოინერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს წარმოადგენს.
მეორე ლოტს 2.5L Audi Quatro წარმოადგენს, რომლითაც ლედი დი გადაადგილდებოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ავტომობილის ღირებულება ძალიან მაღალი იქნება. ასევე აუქციონის ხელმძღვანელობამ საკუთარ ვებგვერდზე პრინცესა დიანას ფოტო ატვირთა, რომელიც 1994 წლით თარიღდება და ლედი დი სწორედ აუქციონზე გასყიდ მანქანასთანაა გადაღებული.
აუქციონს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი აწყობს, რომელსაც ცნობადი ადამიანების ნივთების გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება აქვს მოპოვებული.