აშშ-ში მიჩიგანის შტატში, პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააპატიმრა, რომელმაც იარაღისა და შენობის აფეთქების მუქარით შენობაში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედმა შენობაში შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ თან 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა.
ბოროტმოქმედი მერთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩარევითა და მოლაპარაკებების საფუძველზე 40 წლის მამაკაცმა მძევლები გაათავისუფლა და პოლიციას დამორჩილდა.
ინციდენტი დღის 12:00 საათზე მოხდა, თუმცა აღნიშნულ დროს მერი ადგილზე არ იმყოფებოდა, დაახლოებით 25 ადამიანი კი რამდენიმე საათიან მძევლობას უვნებელი გადაურჩა.
პოლიციის განცხადებით, 40 წლის მამაკაცმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რადგან ჩხრეკის შედეგად ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.