მოსკოვში რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 58 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" გიორგი დიაკვნიშვილი დააკავეს. დიაკვნიშვილს კრიმინალური სამყარო "გუგა"-ს ან "გია დლინნი"-ს ზედმეტსახელად იცნობენ.
პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა 1,15 გრ. ჰეროინი, რის გამოც დაკავების ფაქტის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დაკავებულს აქვს ინვალიდობის მეორე ჯგუფი და ქრონიკული დაავადებების მთელი "თაიგული" სჭირს, სასამართლომ მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება არ აირჩია. იგი, გამოძიების დასრულებამდე გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები