თურქეთის პოლიციის ინფორმაციით ტერაქტის ორგანიზატორებმა შემსრულებლებს 72 ათასი დოლარი გადაუხადეს, რაც 130 ათასი თურქულ ლირას უდრის. სამართალდამცავებმა 9 ადამინი უკვე დააკავეს, თუმცა ბოროტმოქმედთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
გამოძიების ინფორმაციით აფეთქება ანკარის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა გარკვეული სირთულეების წარმოშობის შემდეგ ორი აფეთქება სირიის საზღვართან რეიჰალის პროვინციაში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ სირიის საზღვართან ორი აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, მათგან 36 ადგილობრივი, ხოლო 15 კი სირიიდან დევნილი იყო.
ანკარა აფეთქების ორგანიზებაში სირიას ადანაშაულებს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან რეაგირებას ითხოვს, თუმცა ოფიციალური დამასკოს განცხადებით, ტერაქტთან სირიას კავშირი არ აქვს და თურქეთს უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.