მიანმარიში უბედური შემთხვევის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. "ბიბისის" ინფორმაციით ქვეყანაში მოსალოდნელი ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, როდესაც გადამზიდი ნავი წყალში გადაბრუნდა და მასზე მყოფი მოქალაქეები დაიღუპნენ.
როგორც ცნობილი გახდა 200-მდე ადამიანი სამ ნავზე იყო გადანაწილებული, რომელთაგნ ერთერთს ელექტრო ძრავიანი ნავი წარმოადგენდა, ხოლო ორი მასზე მიბმული ადგილობრივი წარმოების ხის პატარა ნავი იყო. გადამყვანების გადაბრუნება მასზე ადამიანების ჭარბმა რაოდენობამ გამოიწვია.
გაეროს წარმომადგენელთა განცხადებით უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რამაც სამაშველო ოპერაციას ხელი შეუშალა და დაღუპულთა რიცხვმა იმატა. ამ დრომდე გრძელდება დაკარგული ადამიანების ძებნა.