პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ჩრდილოეთ ოსეთში ომყოფება. შაშიაშვილი ჩრდილო ოსეთში კიევსა და მინსკში ქართულ დიასპორებთან შეხვედრის შემდგომ ჩავიდა.
"თეთრების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში შაშიაშვილი 2 დღით დარჩება. იგეგმება "ქართულ-ოსურ დიალოგის" ფორმატში ტრადიციული შეხვედრების გამართავაც ჩრდილოეთ ოსეთში მყოფ თანამემამულე ქართველებთან და ოსებთან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თეთრების" ოფისიდან აცნობეს, 25-27 თებერვალს შაშიაშვილი კიევსა და მინსკში დაბრუნდება, სადაც დაწყებული საუბრებს გაგრძელებს.
ვიზიტის შედეგებს თემურ შაშიაშვილი საქართველოში დაბრუნებისას, 1-ლი მარტისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს და საზოგადოებას წარუდგენს.