რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკელი ჯაშუშის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა. ამერიკელი ჯაშუშის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი რუსეთის ერთ ერთი სპეცსამსახურის წარმომადგენლის გადაბირებას ცდილობდა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ფოგლ რაიან კრისტოფერი, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მესამე მდივნად მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულს აღმოუჩინეს "სპეცალური ტექნიკური საშუალებები, წერილობით ინსტრუქციები გადასაბირებელი რუსეთის მოქალაქისათვის, ფული და გარეგნობის შემცვლელი საშუალებები".
აშშ-ს ელჩმა რუსეთში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აღნიშნული დაკავების კომენტირებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები