თურქეთის დედაქალაქ ანკარას მახლობლად 25 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. უცნაური შეფუთვა, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მიტოვებული იდო, სატვირთო მანქანის მძღოლს საეჭვოდ მოეჩვენა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
თურქეთის უსაფრთხოების ძალები ადგილზე მუშაობენ. ამ ეტაპზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში ორი აფეთქების შედეგად 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. თავის მხრივ თურქეთის მხარე ტერაქტში სირიის მთავრობას ადანაშაულებს. სირიის წარმომადგენლები კი თურქეთს აბსურდული ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.