დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დევიდ კამერონთან ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა. ორი ქვეყნის ლიდერმა სირიის მოსალოდნელი კომფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზები განიხილეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა და ბრიტანეთი ასადის რეჟიმზე ზეწოლასა და ოპოზიციისათვის დახმარების გაწევას განაგრძნობენ, რომელიც არასამხედრო დახმარებას გულისხმობს.
სირიაში არსებულ პრობლემების მოგვარებაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც იმსჯელებენ. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დღეს სოჭში შედგება. წინასწარი ინფორმაციით შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მიერ სირიის მთავრობასთან არსებული შეთანხმებაა, რომელიც თავდაცვითი სისტემების მიჰყიდვას ითვალისწინებს.