ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ევროკავშირის რვა ქვეყანაში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში 8000-მდე ევროპელმა მიიღო მონაწილეობა და მასში ბერძენი, ესპანელი, ფრანგი და იტალიელი რესპონდენტები იყვნენ ჩართული.
სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა, აჩვენა რომ ევროპელების ნაწილი საკუთარ ქვეყნის ეკონომიკის დაღმასვლას ქვეყანაში ევროს შესვლას უკავშირებენ. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ გამოკითხულთა უმრავლესობა რომელიც ევროს წინააღმდეგია საკუთარი ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ეწინააღმდეგება.
დიდ ბრიტანეთში კი დღითი დღე ძლიერდება „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის" პარტია, რომლის წევრებიც ევროკავშირს საჯაროდ აკრიტიკებენ.