მოსკოვის მერია არ აპირებს 25 მაისს სექსუალური უმცირესობების მსვლელობის ჩატარებაზე თანხმობა გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩვენი თვალსაზრისით ამგვარი ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა ქალაქში არ არსებობს", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა ალექსანდრე მაიოროვმა.
მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორებს მერიის გადაწყვეტილებას ოფიციალურად ოთხშაბათს აუწყებენ.
მაიოროვმა განმარტა, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა მერიაში შეტანილი განცხადებით, მაისის ბოლო ქალაქში პიკეტების, მიტინგისა და მსვლელობის ჩატარება მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები