„ელიტ ელექტრონიქსში" Samsung Galaxy S4-ის შეძენა 1359 ლარადაა შესაძლებელი. როგორც „ელიტ ელექტრონიქსში" განმარტავენ, სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში Samsung Galaxy S4-ის შეძენა სხვა ტელეფონების მსგავსადაა შესაძლებელია, მაშინ როდესაც კონკურენტების ნაწილთან Samsung Galaxy S4-ის შეძენა მხოლოდ წინასწარი შეკვეთის შემდეგ ხდება. კომპანიის ინფორმაციით, Samsung Galaxy S4- შემოტანისთანავე 1359 ლარი ღირდა, ხოლო სხვა მაღაზიათა ქსელში მისი ღირებულება გაცილებით მაღალი იყო.
როგორც ცნობილია Samsung Galaxy S4-ის მთავარი ღირსება არის ის, რომ
მისი მეშვეობით 5-დიუმიან ეკრანზე, ინტერნეტ გვერდების გადაფურცლვა შეხების გარეშე, პირდაპირ მზერითაა შესაძლებელი. Galaxy S4 წინამორბედთან შედარებით უფრო თხელია და გაცილებით უფრო დახვეწილი დიზაინიც გააჩნია.
ტელეფონი მხოლოდ 130 გრამს იწონის და მისი კორპუსი ნახევარკარბონატისგან არის დამზადებული, რასაც თავის მხრივ დღემდე მხოლოდ Nokia იყენებდა. Galaxy S4-ს 5-დიუმიანი ეკრანი აქვს.