დიდი ბრიტანეთის ქალაქ ესექსში სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დაზვერვისთვის თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიცია საქმის დეტალებს ჯერ არ ავრცელებს. ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სკოტლანდ იარდის ცნობით, 41 წლის კაცი და 35 წლის ქალი ერთ მისამართზე დააკავეს, ხოლო 46 წლის კაცი - მეორეზე.
ყველა დაკავება ესექსის შტატის ქალაქ გრეისში ოთხშაბათს, 17 სექტემბერს მოხდა.
დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან უცხოური დაზვერვისთვის დახმარებაში. „ქვეყანა, რომელზეც არის საუბარი რუსეთია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ეჭვმიტანილები ლონდონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სკოტლანდ იარდს საქმის შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის ცნობები დაკავებულთა ეროვნების შეასხებ, არ გაუვრცელებია. გამოძიება გრძელდება.