სირიელი ამბოხებულების მიერ ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ უფლებების დამცველებისა და სირიის ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ვიდეოფირზე სავარაუდოდ ასახულია ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაური, რომელიც სამთავრობო ჯარების მოკლულ ჯარისკაცს გულს აჭრის და შემდეგ ამ გულს კბიჩავს, თან მოუწოდებს ყველას სწორედ ასე მოექცნენ ასადის არმიის ყველა ჯარისკაცს.
საერთაშორისო უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ამ ეპიზოდს სამხედრო დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავეებმა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე აგონ პასუხი.
თავად სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს , რომ ვიდეორგოლში ასახული მეთაური თავისი მოქმედებებისათვის პასუხს აუცილებლად აგებს.