ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 21 მაისს შეხვდება. განცხადება ამის შესახებ თიბილოვმა დღეს თავად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა თავდაპირველად 14 მაისს იგეგმებოდა.
"9 მაისს ჩემთან მოვიდა რუსეთის ფედერაციის ელჩი ელბრუს კარგიევი, რომელმაც გადმომცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თხოვნა იმის შესახებ, რომ შეხვედრა 21 მაისისათვის გადაგვედო. ეს თხოვნა პრეზიდენტის მჭიდრო გრაფიკთანაა დაკავშირებული", _ განაცხადა თიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები