პაკისტანის მუსულმანული ლიგის ლიდერი ნავაზ შარიფი, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გახდება პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ბი-ბი-სისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პარტიის მმართველობის პერიოდში ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით იქნება დასმული.
შარიფის განცხადებით, ეკონომიკური განვითარება პაკისტანს საშუალებას მისცემს, დაძლიოს ისეთი სირთულეები, როგორიცაა უმუშევრობა, სიღატაკე, გაუნათლებლობა და ტერორიზმიც კი. პაკისტანის მუსულმანური ლიგის ლიდერი აღნიშნავს, რომ კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, მისივე თქმით, ის აპირებს მკაცრად განიხილოს ვაშინგტონთან ამერიკული უპილოტოების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანის საერთო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პაკისტანის მუსულმანურმა ლიგამ, რომლის ლიდერი ნავაზ შარიფი უკვე ემზადება პრემიერობისთვის. პარტიის პროგნოზით, პაკისტანის მუსულმანური ლიგა 100 ადგილზე ბევრად მეტს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში, რაც შარიფს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი კოალიციის შეკოწიწების გარეშე, ერთპარტიულად